წესები და პირობები
ერთის მხრივ შპს „ფლაიბოქსჯი", შემდგომში ექსპედიტორი კომპანია ს/კ 405808372, ვებ-გვერდი: https://flybox.ge/ ტელ: +995 32 360 66 06 მისამართი: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქუჩა N28 და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „ფლაიბოქსიჯი"-ს გადაზიდვის სერვისით და შპს "ფლეიბოქსიჯი"-ზე მინიჭებული აქვს მომხმარებლის (ოთახის) ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „ფლაიბოქსჯი" მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.
1.2 წინამდებარე ხელშეკრულებით რეგულირდება მხარეთა შორის ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა ექსპედიტორის მიერ შემკვეთისათვის (მომხამარებლისათვის) ტვირთის გადაზიდვისა და საექსპედიციო მომსახურების პროცესში.
1.3 მომსახურება მოიცავს: შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვას, ექსპედიტორი კომპანია მომსახურებას უზრუნველყოფს თავისი სახელით, შემკვეთის ხარჯზე.
1.4 შპს „ფლაიბოქსჯი" -ს ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაცია უფასო და ნებაყოფლობითია. მომსახურების პირობები საჯაროა და განტავსებულია შპს „ფლაიბოქსჯი"-ს ვებ-გვერდზე. ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა წიანმადებარე ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.
მუხლი 2. მომსახურების საფასური, დაანგარიშება და გადახდა
2.1 ტვირთის/ამანათის გადაზიდვის ღირებულება ანგარიშდება ამანათების რეალური წონით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამანათის წონა და ზომა აღემატება ამანათისთვის დამახასიათებელ ზომებსა და წონას. ფასებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://flybox.ge/ თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) მნიშვნელოვნად აღემატება რეალურ წონას, გამოიყენება გადაზიდვის ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით. ტვითის სპეციფიკიდან გამომდინარე შპს „ფლაიბოქსიჯი" იტოვებს უფლება დამოუკიდებლად შეცვალოს წინამდებარე პირობა შემკვეთთან (მომხამარებელთან) შეთანხმების გარეშე.
2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ შპს „ფლაიბოქსჯი" ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების გაცემა/დარიგებისას შეფერხებას.
2.3 გადასაზიდი ამანათის წონის დამრგვალება ხორციელდება 100 გრამამდე, ხოლო თუ ამანათი იგზავნება გერმანიიდან, მინიმალური წონის დამრგვალება ხორციელდება 300 გრამამდე.
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთის ექპედიტორის საწყობში შესვლის ან ტვირთის ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 14 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო, ტვირთის ჩამოტანის ღირებულიების 0,2% ყოველდღიურად.
2.5 თუ შემკვეთი იურიდიული პირია, გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაზიდვის მომსახურეობის ღირებულება გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ახალი ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
2.7 იმ შემთხვევაში, მომხამრებლის პირად კაბინეტში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10 კგ-ს აჭარბებს, მომხმარებული ვალდებულია ამანათის პირად კაბინეტში ასახვიდან 48 საათში გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება. თუ გადახდა არ მოხდება ამანათის პირად კაბინეტში მისვლის ასახვიდან 48 საათში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაირიცხება საურავი გადაზიდვის ღირებულების 0,2%. თუ გადახდა არ მოხდება ამანათის პირად კაბინეტში ასახვიდან 30 დღის განმავლობაში, ექსპედიტორი იტოვებს უფლებას გაანადგუროს ნივთი.
მუხლი 3. შემკვეთის/მომხმარებელი ვალდებულია:
3.1 შპს "ფლაიბოქსჯი"-ს ვებ გვერდზე რეგისტრაციისას აუცილებელია მომხამარებელმა პერსონალური მონაცემები შეავსოს სწორედ. მომხმარებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან.
3.2 შემკვეთი ვალდებულია ექსპედიტორის მიერ გადაზიდვის ორგანიზების უშუალო დაწყებამდე სრულად და ამომწურავად მიაწოდოს მას შემდეგი აუცილებელი მონაცემები რაც აუცილებელია, როგორც კონკრეტული ტრასნპორტირების ღირებულების დასადგენად, ასევე ექსპედიტორის მიერ ტვირთის ტრასნპორტირების სათანადო ორგანიზებისა და საბაჟო პროცედურების გასავლელად.
3.3 ამანათის სწორად დეკლარირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
3.4 გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება (პროვიზია). ასევე აუნაზღაუროს ექსპედიტორს, დავალების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ყველა აუცილებელი და დამატებითი ხარჯი, რომელთა შესახებაც წინასწარ იქნება ინფორმირებული.
3.5 აუნაზღაუროს ექსპედიტორს ტვირთის დაბრუნების ხარჯები, იმ შემთხვევაში თუ, ტვირთის მიმღები უარს განაცხადებს მისთვის განკუთვნილი ტვირთის მიღებაზე, ან თუ ტვირთის მიტანა შეუძლებელია ექსპედიტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით.
3.6 გზავნილის დეკლარირება უნდა მოხდეს დროულად - მას შემდეგ, რაც ტვირთი აისახება პირად ოთახში. თრექინგ კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელმა 24 საათში უნდა მოახდინოს ამანათის შესახებ ინფორმაციის დეკლარირება.
3.7 დეკლარაციაში ნივთის ღირებულება და დასახელება მითითებული უნდა იქნას სწორად. საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.
3.8 ამანათი განბაჟებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ მისი წონა აღემატება 30 კგ-ს, ღირებულება 300 ლარს ან/და 3 ან 3 ცალზე მეტი ერთგვაროვანი ნივთია.
3.9 საფრთხისშემცველი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
3.10 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
3.11 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.
3.12 თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, – ტვირთის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
4. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი
4.1 გადაფუთვის სერვისი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა სახის ნივთზე, რომელიც არ არის დაზიანებადი (იხ. პუნქტი 8.7). მოცემული სერვისი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი ანგარიშში (ექუნთი) ამანათის მისვლამდე წინასწარ დაამატებს Tracking number-ს. სერვისი არ იმოქმედების იმ შემთხვევაში თუ მომხარებელი დეკლარირებისას გამორთავს გადაფუთვის სერვისს ღილაკს.
4.2 არ ხდება რამოდენიმე გზავნილის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე ყუთში.
4.3 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
4.4 არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.
მუხლი 5. საკურიერო მომსახურება
5.1 ამანათის მითითებულ მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, საკურიერო მომსახურება არ ვრცელდება გასაბაჟებელ ამანათებზე.
5.2 ტვირთის ცენტრალურ ოფისში შემოსვლიდან ორ სამუშაო დღეში მოხდება ამანათის მიტანა მითითებულ მისამართზე.
5.3 საკურიერო მომსახურება ხორციელდება მხოლოდ იმ ამანათებზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულებაც გადახდილია ამანათის გამოგზავნიდან მაქსიმუმ სამი დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება. ამანათის სასურველ მისამართზე მისაღებად საჭიროა წინასწარ მონიშნოთ „კურიერის გამოძახების" სერვისი.
5.4 თუ მომხმარებელს სურს ამანათის სხვა მისამართზე მიღება, ტვირთის ჩამოსვლამდე პირად ანგარიშში უნდა შეცვალოს მისამართი.
5.5 კურიერს ამანათი მიაქვს მხოლოდ ერთხელ.
5.6 მისამართზე მოსვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის ექაუნთზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თავად გაიტანოს ამანათი.
5.7 საკურიერო სერვისის განრიგი თბილისის მასშტაბით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული რეისისთვის.
5.8 საკურირეო სერვისით სარგებლობის დროს კურირეის თვალწინ უნდა მოხდეს ამანათის გახსნადა მიღებული გზავნილის შემოწმება. თუ გზავნილი არ გაიხსნა კურიერის თვალწინ და არ დაფქსირდა ამანათის დაზიანება ან/და დანაკლისი, რაც უნდა დასურათდეს, შემდგომ ამანათთან დაკავშირებით პრეტენზიები არ მიიღება.
მუხლი 6. ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი
6.1 ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან ამანათები იგზავნება კვირაში ერთხელ. ჩინეთიდან ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.
6.2 ტრანსპორტირების ხანგრძლივობა შეადგენს 4-14 დღეს.
6.3 Left in Individual , In/At Mailbox და front door სტატუსით დატოვებულ ამანათებზე პასუხისმგებლობას არ იღებს შპს „ფლაიბოქსიჯი".
6.4 ამერიკის, ჩინეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საწყობებში მისული ამანათები, რომლებიც: დაუდეკლარირებელია, უსუიტოა და ვერ ხდება იდენთიფიცირება, მოტყუებით არის გაგზავნილი შპს „ფლაიბოქსის" მისამართზე ასევე ვერ ხდება უკან გაგზავნა, უკან გაგზავნის იარლიყი ს(return label) არ ქონის გამო, საწყობში ინახება 60 დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამანათი ექვემდებარება განადგურებას.
6.5 ამერიკის, ჩინეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის დიდი ბრიტანეთის და გერმანიის საწყობში მისული აკრძალული პროდუქცია, რომელიც არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას, საწყობში ინახება მხოლოდ 30 დღის ვადით შემდგომ ექვემდებარება განადგურებას.
6.6 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი აისახება პირად ოთახში.
მუხლი 7. ფილიალში ამანათის მიღების პირობები
7.1 ამანათის გასატანად საჭიროა იპერატორთან წარადგინოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და/ან ექვსნიშნა კოდი.
7.2 ექვსნიშნა კოდს მიიღებთ SMS-ის საშუალებით, კომპანიის ბაზაში არსებულ საკონტაქტო მონაცემებზე, რეისის ჩამოსვლის დროს;
7.3 ექსვნიშნა კოდების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია! კოდების მესამე პირისთვის გადაცემის/გამჟღავნების შემთხვევაში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გაცემულ ამანათებზე;
7.4 ოპერატორთან ამანათების გასატანად აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური სრულად იყოს დაფარული;
7.5 განსაბაჟებელი ამანათის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში იმ შემთხვევში თუ თავად შემკვეთი არ გამოცხადდება ამანათის მისაღებად.
7.6 ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს არ უნდა ქონდეს კურიერის გამოძახება ჩართული.
7.7 ფიზიკურ პირებზე ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე.
მუხლი 8. ამანათის გარანტია
8.1 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.
8.2 გარანტია მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ტვირთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ ორიგინალი ინვოისის წარდგენის შემდეგ.
8.3 ანაზღაურება არ მოხდება თუ ამანათი დაზიანებული მივიდა საწყობში.
8.4 საგარანტიო თანხა შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 3,5%-ს, რომელიც მის მიერ გადასახდელ ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად ავტომატურად აესახება ბალანსზე. ნივთის დაზიანების შემთხვევაში კოპანია ანაზღაურებს მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხის 100%-ს.
8.6 გარანტია ეხება მხოლოდ ჩინეთის, ამერიკის, გერმანიის, საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის საწყობში მისვლის შემდეგ დაზიანებულ ტვირთს.
8.7 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
8.8 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.
8.9 ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება რეისის ჩამოფრენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხდება.
8.10 მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მიტანის დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტი ან ამონაწერი საფოსტო კომპანიების ვებ-გვერდებიდან.
8.11 გარანტია ამანათზე არ მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ: ამანათი არ გაიხსნა ოფისში მომხმარებლის მიერ და მოხდა მისი გატანა.
მუხლი 9. განბაჟება
9.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
9.3 სავალდებულოა შპს ფლაიბოქსჯის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა განბაჟების პროცედურების დასრულებისთანავე.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას შპს ფლაიბოქსს მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
9.6 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაემორჩილება აკრძალვას და აკრძალულ პროდუქციას მაინც გამოგზავნის, კომპანია „ფლაიბოქსჯი" მსგავსი პროდუქციის ჩამოტანაზე ან გამომგზავნისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ასეთი შემთხვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით და შეუწყდება მომსახურება.
9.7 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ამანათს არ განაბაჟებს საბაჟოზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს კუთვნილებაში.
მუხლი . 10 პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია
10.1 იხილეთ _ბმული პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
10.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ-მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება შპს ფლაიბოქსის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
მუხლი 11. სხვა შეზღუდვები და პირობები
11.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
11.2 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც https://flybox.ge/ -ს ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები" ღილაკის დაჭერით.
11.3 შპს „ფლაიბოქსიjo" არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან, ამერიკიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეტიდან, იტალიიდან და გერმანიიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
11.5 შპს "ფლაიბოქსიჯი"იტოვებს უფლებას მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
11.6 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
11.8 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. „პერსონალური მონაცემთა შესახებ" საქართველოს კანონით კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
11.9 შპს "ფლაიბოქსიჯი" იტოვებს უფლებას კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
11.10 მომხმარებლის სახელი, გვარის და პირადი ნომრის შეცვლა ხორცილედება თავად მომხარებლის მიერ და თავად მომხმარებელი აგაბს პასუხს მის სიზუსტესა და სისწორეზე.
11.11 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- 1. საზღვარგარეთ, პარტნიორი კომპანიის (მაგ. Cargo Ali Georgia ltd) მისამართზე მისულად და ჩაბარებულად ითვლება შემკვეთის/მომხმარებლის მხოლოდ ის ტვირთი/ამანათი, რომლის მიღება-ჩაბარებაც დადასტურებულია შესაბამისი ჩაბარების დოკუმენტით, იმ პირობით რომ ჩაბარების დოკუმენტზე სავალდებულოა დაფიქსირებული იყოს პარტნიორი კომპანიის (მაგ. Cargo Ali Georgia ltd) უფლებამოსილი პირების მიერ ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე - შესრულებული ავთენტური/ნამდვილი ხელმოწერა. ელექტრონული მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება ტვირთის ჩაბარების დასტურად. ამანათის ჩაბარების დასტურად ასევე არ ჩაითვლება ის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მოქმედი ფოსტის (მაგალითად, UPS, USPS, FEDEX და ა.შ.) კურიერი, ექსპედიტორის პარტნიორი კომპანიის უფლებამოსილი პირის ნაცვლად, მოწყობილობაზე, ან ფურცელზე, მოაწერს ხელს.
- 2. თავის მხრივ, ექსპედიტორი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ამანათებზე/ტვირთებზე, რომელთა თრექინგ ნომრებიც ექსპედიტორის ვებ-გვერდზე, შემკვეთის „პირად ოთახში" აისახება (გამოჩნდება).
- 3. ექსპედიტორი არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთზე/ამანათზე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი (საზღვარგარეთ მოქმედი) საფოსტო/საკურიერო სამსახურები საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ კომპანიასთან მისამართზე ტვირთს/ამანათს მიიტანენ არასამუშაო დღის ან არასამუშაო საათების განმავლობაში (სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფისისათვის დამატებით შაბათი - 14:00-დან 17:00-მდე) ან/და დატოვებენ ამანათს ხელმოწერის გარეშე კართან/კარის წინ ზღურბლზე, ტროტუარზე, ან ქუჩაში (ე.წ. „DOCK"-ზე, Left in Individual, In/At Mailbox და Front door). ამგვარი სახით დატოვებული ტვირთი/ამანათი არ ჩაითვლება ექსპედიტორის/საზღვარგარეთ არსებული პარტნიორი კომპანიის მიერ მიღებულად და შესაბამისად, მასზე შპს "ფოსტალონ"-ს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
- 4. ასევე, ექსპედიტორი არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთზე/ამანათზე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი(საზღვარგარეთ მოქმედი) საფოსტო/საკურიერო სამსახურები საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორ კომპანიასთან მისამართზე ტვირთს/ამანათს მიიტანენ სამუშაო დღის და სამუშაო საათების განმავლობაში (სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფისისათვის დამატებით შაბათი - 14:00-დან 17:00-მდე), მაგრამ დატოვებენ ამანათს ხელმოწერის გარეშე კართან/კარის წინ ზღურბლზე, ტროტუარზე, ან ქუჩაში (ე.წ. „DOCK"-ზე, Left in Individual, In/At Mailbox და Front door). ამგვარი სახით დატოვებული ტვირთი/ამანათი არ ჩაითვლება ექსპედიტორის/საზღვარგარეთ არსებული პარტნიორი კომპანიის მიერ მიღებულად და შესაბამისად, მასზე შპს "ფოსტალონ"-ს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
არ შეიძლება შემდეგი სახის პროდუქციის გამოწერა:
- კვების პროდუქტები;
- ადვილად აალებადი საქონელი, როგორიცაა (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები);
- ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები, მათი აქსესუარები და ნაწილები;
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
- ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;
- ფიტულები, ცხოველები, მცენარეები, ძვლები, ბეწვი;
- მცენარეები ან მათი თესლები;
- ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
- ნებისმიერი ქვეყნის მონეტები ან ბანკნოტები;
- ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს, იგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანია წინასწარ არის ინფორმირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას;
- ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები;
- ე.წ. "აზბესტი"-ს შემცველობის პროდუქცია;
- ტოქსიკური ნივთიერებები;
- არბალეტი, ისრები, მშვილდი;
- "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპი, ნებისმიერი ნივთიერება.
- აირბაგი
- ავტომობილის ზეთი
- ავტომობილის ზეთიანი ნაწილები
- დამატებით ჩინეთიდან იკრძალება ყველა ელემენტის ან ელემენტის შემცველი ნივთების და პორტატული დამტენის ტრანსპორტირება. ისეთი ნივთები როგორიცაა ფხვნილი, კოსმეტიკური საშუალებები და ბრენდული ნივთების ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ ჰონგ-კონგის აეროპორტიდან, საიდანაც რეისი იგზავნება კვირაში ერთხელ და ზემოთ აღნიშნული ამანათის გამოწერის შემთხვევაში ჩამოსვლის დრო შესაბამისად გაიზრდება. აკრძალული პროდუქტის გამოწერა და ტრანსპორტირება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთთან ერთად გამყიდველი მოგაწვდით "MSDS" (უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი) სერტიფიკატს, აღნიშნული სერტიფიკატით არ ხდება მხოლოდ პორტატული დამტენის ტრანსპორტირება.
კატეგორიულად იკრძალება ჩინეთიდან სითხის და სითხის შემცველი ნივთიების ტრანსპორტირება, ასევე დანის და სხვა ბასრი საგნის გამოგზავნა.
ჩინეთიდან სუნამოების ტრანსპორტირება აკრძალულია.
გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ ონლაინ შოპინგის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს მსგავსი ტიპის ამანათებზე.
წავიკითხე და ვეთანხმები